FRACTORA
მარაგშია
- მწარმოებელი: INMODE
- კატეგორიები: BODYTITE
- კოდი: BY309
მცირედინვაზიური ესთეტიური მედიცინის ბოლო ტრენდად გვევლინება ფრაქციული მიკრონემსებით RF ტექნოლოგია. კლასიკური RF ტექნოლოგიისაგან განსხვავებით Fractora-ს ფრაქციული ნემსოვანი თავაკის ელექტროდები შედიან უშუალოდ დერმაში,
რითაც შესაძლებელი გახადა უფრო ღრმა ქსოვილების გათბობა. ნემსოვანი ელექტროდების ირგვლივ დერმის სტრუქტურის ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს 70-90 0C-სს, განსხვავებით არაინვაზიური პროცედურების მოქმედებისაგან, როცა ტემპერატურა აღწევს 40-43 0С-ს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა კანში, მით მეტადაა გამოხატული საპასუხო რეაქცია.
პროცედურა უსაფრთხოა ნებისმიერი ფოტოტიპის კანისთვის.
მომატებული ტემპერატურა იწვევს ფიბრობლასტების მუშაობის სტიმულირებას, ისინი იწყებენ გაყოფას და აქტიურად ასტიმულირებენ დერმის უჯრედშორისის მატრიქსის ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: კოლაგენი, ელასტინი, გლიკოზამინოგლიკანები. ამასთან შემაერთებელი ქსოვილის გათბობა 65 0- მდე იწვევს კოლაგენის ბოჭკოების კონტრაქციას და მომენტალურ ლიფტინგის ეფექტს.
Fractora - ტექნოლოგია შესაძლოა წარმოდგენილი იყოს 2 სახით: არაიზოლირებული მიკრონემსები, რომლებიც ათბობენ შეყვანისას მიმდებარე ყველა ქსოვილს.
მუშაობის თავისებურება:
RF მიკრონემსების დაბოლოება გვხვდება 3 სახის:
24 მიკრონემსი სილიკონის დაფარვით, დამზადებულია ქირურგიული ფოლადისგან. ელექტროდების აქტიურ ნაწილად გვევლინება მხოლოდ ნემსის ბოლოები, ამგვარად გათბობა ხორციელდება დერმის საშუალო და ღრმა შრეების, ეპიდერმისის დაზიანების გარეშე.
24 მიკრონემსი დამზადებულია ქირურგიული ფოლადისაგან, რადიო სიხშირის ენერგია მიეწოდება ელექტროდის მთელ სიგრძეს და თავსდება ეპიდერმისსა და დერმარულ შრეებში.
60 მიკრონემსი 0.6 მმ სიგრძით განკუთვნილია დიდი ფართობის დასამუშავებულად და უზრუნველყოფს დიდი დაზიანებების ზედაპირულ აბლაციას მინიმალური სიღრმით. შესაძლებელია დავამუშაოთ სახე, ყელი, ხელები, დეკოტე და მთლიანად სხეული. პროცედურები ხასიათდება მინიმალური რეაბილიტაციის პერიოდით და მიმდინარეობს მხოლოდ უმნიშვნელო გარდამავალი ერითემით და უმნიშვნელო შეშუპებით. ჩვენება: კანის სიმკვრივისა და ელასტიურობის დაქვეითება, მოშვებული კანი, გაფართოებული ფორები, სხვადასხვა სიღრმის ნაოჭები, სტრიები, ნორმოტროფული და ატროფული ნაწიბურები, მათ შორის პოსტ-აკნე, ჰიპერ ჰიდროზი.
პროცედურები ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.
ტექნალოგია წარმატებით თავსებადია INMODE-ის პლატფორმის სხვა მანიპულებთან.