MINI FX
მარაგშია
- მწარმოებელი: INMODE
- კატეგორიები: BODYTITE
- კოდი: BY319
ეს არის მსოფლიოში ერთადერთი, ინოვაციური, არაქირურგიული ლიპოლიზური პროცედურა ლოკალური ცხიმოვანი ჩანართების კორექციისთვის. MINI FX -ის აპარატის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ვაკუუმისა, მაღალტალღოვან HV და მოკლეტალღურ RF იმპულსების სინერგიულ მოქმედებაზე.
რადიოსიხშირის სიმძლავრე 10-50 ვტ დიაპაზონში იმპულსის (HVP) 2000ტალღა სიმძლავრით უზრუნველყოფს სხეულის მოცულობის შემცირებას (საშ. 3-5 სმ-ით 1 კურსზე)კანის ლიფტინგთან ერთად.
აპარატით გენერირებული რადიოტალღები უზრუნველყოფენ კანინ თანაბარზომიერად გათბობას 38-43 0C-მდე. ტემპერატურული კონტროლი მიმდინარეობს ვაკუუმის ფუნქციის მქონე თავაკში სპციალურად ჩაშენებული სენსორით, რაც გამორიცხავს შესაძლო დამწვრობის რისკებს და პაციენტს კანზე აღენიშნებათ მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებები.
კანზე სასურველი ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევის შემდეგ მოწყობილობა იწყებს მოკლე და ხშირი ტალღების გენერირებას ( HVPs) 15-20 მმ სიღრმეზე. რაც ფაქტობრივად იწვევს ლიპოციტების აპოპტოზს-სიკვდილს. 2-3 კვირის შემდეგ ხდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის შემცირება, რომელიც ორგანიზმიდან გამოიდევნება ძირითადად ლიმფური სისტემის მეშვეობით. პირველი შესამჩნევი ეფექტები ვლინდება 10-14 დღის შემდეგ.
პროცედურა ტარდება ანესთეზიის გარეშე, იშვიათ შემთხვევაში პროცედურის ადგილზე შესაძლოა განვითარდეს მცირე ჰემატომა.
ტექნოლოგია წარმატებით თავსებადია INMODEის პლატფორმის სხვა მანიპულებთან.