11 თებერვალი - ყველაზე საინტერესო და ინფორმატიული სემინარი
11 თებერვალს, კომპანია BEAUTY SECRETS-ის ორგანიზებით ჩატარდა ყველაზე საინტერესო და ინფორმატიული სემინარი, რომელზეც განხილული იყო ისეთი საინტერესო თემები როგორებიცაა:
1. შულკე და უსაფრთხო სილამაზე, თანამედროვე რეგულაციები.
2. გართულებები ესთეტიკურ მედიცინაში.
3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება ესთეტიკურ მედიცინაში.
სემინარს უძღვებოდნენ:
• ლელა წაქაძე- ევექსის ქსელის მთავარი ეპიდემიოლოგი, გარემოსდაცვითი მმართველი.
• თამარ ციციშვილი-ქაუგილი - წამყვანი ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი.
• თამარ პაპუნაშვილი - კომპანია BEAUTY SECRETS-ის გენერალური მენეჯერი, ექიმი დერმატოლოგი, აკადემია Skin Code-ის ლექტორი.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მსმენელებმა მიიღეს ყველა კითხვაზე კომპეტენტური და ამომწურავი პასუხი და მეტად გაიღრმავეს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება.
კომპანია BEAUTY SECRETS მუდამ თქვენს სამსახურში!